კოლექცია: მარიამ ელიავა

მარიამ ელიავა თანამედროვე მხატვარია, რომლის შემოქმედებაც პირდაპირი და სპონტანური მიდგომით გამოირჩევა. მის ფერწერულ ტილოებში პასტელური ფერები და მარტივი, ექსპრესიული მონასმები ფიგურებს სიმსუბუქის, ხოლო კომპოზიციებს ჰარმონიულობის განცდას სძენს. მხატვრის ჟესტები ყოველდღიურ მოტივებს ინდივიდუალური ხედვის პრიზმაში გარდაქმნის, რაც თითოეულ გამოსახულებას გამორჩეულ და ცნობად ვიზუალურ ხასიათს ანიჭებს.